MICE-ის ორგანიზატორების დაახლოებით 90% ოპტიმისტურადაა განწყობილი ღონისძიებების ინდუსტრიის ამჟამინდელი მდგომარეობის მიმართ და აქედან ნახევარზე მეტი (59%) მოელის პირადად შეხვედრების რაოდენობის ზრდას. ამის შესახებ 2025 Planner Sourcing Report: Europe Edition by Cvent-შია აღნიშნული.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ღონისძიების მასპინძლობის ადგილის ძებნისას, მათი 54% იყენებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას, ხოლო გამოკითხულთა 69% ელის უფრო მეტ აქტიურობას მის გამოყენებაში, განსაკუთრებით მცირე გუნდებს შორის.

კვლევის თანახმად, ღონისძიების დამგეგმავების 60% პროგნოზირებს 2025 წელს გარე ღონისძიებების რაოდენობის ზრდას. ეს დინამიკა და შეზღუდული რესურსები ზეწოლას ახდენს პროფესიონალთა გუნდებზე, რათა იყვნენ სწრაფი და ეფექტური პროექტის ადგილმდებარეობის მოძიება/დაგეგმარებისას.

რესპონდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (93%) განაცხადა, რომ ისინი მეტს გადაიხდიან იმ საიტებზე, რომელთა მომსახურების ხარისხში ისინი დარწმუნებულნი არიან.

ასევე ირკვევა, რომ მდგრადი პრაქტიკა ხდება ახალი შერჩევის კრიტერიუმი MICE ორგანიზატორების მუშაობაში და ეს მოთხოვნები განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში. დიდ ბრიტანეთში და ნიდერლანდებში ნარჩენების შემცირება და გადამუშავება წახალისებულია, გერმანიაში კი ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკა ყველაზე მეტად აღიარებულია. საფრანგეთი პრიორიტეტს ანიჭებს საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებულია მდგრადობაზე, იტალია აფასებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას და ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერას, ხოლო ენერგოეფექტურ პრაქტიკას პრიორიტეტი ენიჭება ესპანეთში.

წყარო: avianews.ge