ესპანეთში, სათხილამურო კურორტის საბაგიროზე მომხდარ ავარიის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, ზოგიერთი მძიმედ.
ინციდენტი მოხდა ასტუნის სათხილამურო კურორტის საბაგიროზე, რომელიც ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს.
რეგიონული მთავრობის ინფორმაციით, დაშავებულებიდან ცხრა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
ესპანური მედია იუწყება, რომ დაახლოებით 80 ადამიანი კვლავ საბაგიროზე რჩება.
ინციდენტის მიზეზი ამჟამად უცნობია.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს ხალხი, რომელიც საბაგიროს ახლოს მიწაზე წევს. ასევე ჩანს ვერტმფრენი.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ „შეძრულია ამ ავარიის შესახებ ცნობით“. „ჩვენი თანაგრძნობა დაშავებულებსა და მათ ოჯახებს“,- განაცხადა მან.
წყარო: 1tv.ge