დღეს, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance და ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადამიანები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას სახალხო დამცველის ოფისთან გააპროტესტებენ.

„3 დეკემბერს 14:00 საათზე,

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance და ჩვენს სფეროში მოღვაწე ადამიანები, ვინც გმობს ძალადობას! ვიკრიბებით სახალხო დამცველის ოფისთან,

- უსამართლობისა და უმოქმედობის გასაპროტესტებლად

- ქვეყანაში მიმდინარე დამანგრეველი პოლიტიკის შესაჩერებლად!“ , - ნათქვამია განცხადებაში.