უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air 18 მაისს ბილეთებზე ერთდღიან ფასდაკლებას აცხადებს, რაც ავიაკომპანიის 19 წლის იუბილეს უკავშირდება. ამის შესახებ „ავიანიუსი“ წერს.

19%-მდე ფასდაკლება მოქმედებს ავიაკომპანიის ყველა მარშრუტზე და არ შემოიფარგლება ფრენის თარიღით.

ბილეთის შესაძენად, Wizz Discount Club-ის წევრი უნდა იყოთ ან დარეგისტრირდეთ ამ კლუბში თქვენი ფრენის დაჯავშნის დროს.

თუ Wizz Air-ის ფრენების ბილეთებს ხშირად არ ჯავშნით, შეგიძლიათ დაელოდოთ, რომ ფასდაკლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს შესაძლოა 19 მაისს მოხდეს – სწორედ 2004 წლის 19 მაისს შეასრულა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ პირველი რეგულარული რეისი.