Yield App დეცენტრალიზებული ფინანსების საერთაშორისო კრიპტობანკია. მისი სათავო ოფისი აშშ-ში, კალიფორნიაში მდებარეობს და მას  ჰყავს 90 ათასზე მეტი მომხმარებელი მსოფლიოში. Yield App უკვე 2 წელზე მეტია წარმატებულად  ოპერირებს 140-ზე მეტ იურისდიქციაში, განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდ ბრიტანეთი და ესტონეთი, სადაც კომპანიას საბანკო და ციფრული აქტივების მომსახურების ლიცენზიები აქვს მიღებული.

Yield App სრულად რეგულირებული ბლოკჩეინ ბანკია, რომელიც მომხმარებელს მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს. საპროცენტო განაკვეთი წლიურ 20%-მდეა, მაშინ როდესაც არც ერთი ბანკი მსოფლიოში მომხმარებელს 3-4%-ზე მეტ სარგებელს არ სთავაზობს. კომპანიას უდიდესი გამოცდილების მქონე , საბანკო და საინვესტიციო სექტორის პერსონალი მართავს, რომელთა უმეტესობა სწორედ საბანკო სფეროდან მოდის.

Yield App ასევე არაერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორის კრიპტობირჟა, ფიატ ვალუტასა და კრიპტოში გადარიცხვები, ბლოკჩეინ SWIFT სერვისი და სხვა. აპლიკაცია საშუალებას იძლევა ნებისმიერ დროს გადაიტანოთ Yield-ზე არსებული აქტივი თქვენს ტრადიციულ საბანკო ანგარიშზე ფიატურ ვალუტაში უპრობლემოდ, უსაფრთხოდ, ზედმეტი დროისა და რესურსის ხარჯვის გარეშე. ამავე დროს,  სხვა საბანკო პროდუქტებისგან განსხვავებით, შესაძლებელია დივიდენდის ნებისმიერ დროს, დღიურად, კვირაში ან თვიურად გატანა.

Yield App -  განსაკუთრებით ეფექტურია კორპორატიული ინვესტორებისათვის, მათ შორის თავად ბანკებისათვის. მსხვილი მომხმარებლებისთვის საპროცენტო სარგებელი 20%-ს აღწევს, რაც გარანტირებული და ურისკო, გადაზღვეული დივიდენდის მიღების საშუალებას იძლევა.

ამავე დროს, Yield App-ით სარგებლობისა და კრიპტოში ინვესტირებისთვის არ არის საჭირო მსხვილი თანხების ქონა და დაბანდება,ამისათვის საკმარისია გქონდეთ დამატებითი შემოსავლის მიღების და ციფრული სამყაროს ათვისების სურვილი და ინტერესი, რომლის რეალობაში მოყვანაშიც იელდი უფრო დაგეხმარებათ და გაგიმარტივებთ.

როგორ შეიძლება ფულის შოვნა კრიპტოთი და როგორ გვეხმარება Yield app?

კრიპტოვალუტის გამოჩენამ საქართველოს  ბაზარზე არაერთი ადამიანის ყურადღება,ფინანსები და რესურსი მიიზიდა,თუმცა ჯერ კიდევ ყველამ არ იცის როგორ იშოვოს რეალური,მზარდი ფული კრიპტოს დახმარებით. სწორედ ამიტომ  კრიპტო მომხმარებლებს პასიური შემოსავლის მიღებაში ეხმარება.

ამისთვის რამდენიმე ძირითადი გზა არსებობს:

  • ყიდვა და შენახვა - ეს ყველაზე მარტივი გზაა. შეგიძლია, შეიძინო ესა თუ ის კრიპტოვალუტა და მისი ფასის გაზრდას დაელოდო, შემდეგ კი გაყიდო, იმაზე ძვირად, ვიდრე თავად გადაიხადე. ასეთ დროს კრიპტოვალუტა რა თქმა უნდა მომხმარებლის ციფრულ საფულეში უნდა იყოს შენახული.
  • ვაჭრობა - ეს გულისხმობს კრიპტოს ყიდვა-გაყიდვას ბირჟაზე, რა დროსაც მომხმარებელი ცდილობს, მოგება ნახოს ფასების სხვაობაში. ბირჟაზე ვაჭრობა მოითხოვს ცოდნას, გამოცდილებას, სიმშვიდეს და დისციპლინას მოსალოდნელი რისკების ეფექტურად მართვისთვის.
  • სტეიკინგი - ეს ზუსტად იგივეა, რაც ბანკში - ანაბარი.სწორედ ამ ტიპის ინვესტიციაზეა ორიენტირებული Yield app, რომელზე სტეიკინგის დროსაც მომხმარებლებს შეუძლიათ, შეინახონ კრიპტოვალუტა ისე, რომ  მიიღონ სარგებელი საპროცენტო განაკვეთის სახით, ეს შეიძლება იყოს  6-12-20% ,რომელიც ტრადიციულ ბანკთან მიმართებით, მინიმუმ 3-4 და ზოგ შემთხვევაში 10-ჯერ მეტ პროცენტულ სარგებელს გვთავაზობს. კრიპტობანკი  უფრო ხელმისაწვდომს ხდის საანაბრო დაგროვების  მოხმარებას დროის ნებისმიერ მონაკვეთში.
  • მაინინგი - ეს გულისხმობს გამოთვლითი სიმძლავრის გამოყენებას რთული მათემატიკური ამოცანების გადასაჭრელად და ბლოკჩეინის ქსელში ტრანზაქციების დასადასტურებლად. მას სჭირდება მძლავრი აპარატურა და ბევრი ელექტროენერგია.

ციფრულ სივრცეში 22 ათასზე მეტი კრიპტოვალუტა არსებობს. შესაბამისად, საქართველოსა და მსოფლიოში არსებობს არაერთი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს მის ყიდვაში, გაყიდვასა და ნაღდ ფულად ქცევაში ეხმარება. იელდი მაქსიმალურად იყენებს დეცენტრალიზებული ფინანსების პოტენციალს, მომხმარებლებს ციფრული აქტივების ოპტიმიზაციის მარტივ და უსაფრთხო გზას სთავაზობს.

აპლიკაციით სარგებლობისთვის საჭიროა რეგისტრაციისა და KYC ვერიფიკაციის გავლა. ეს ეხმარება მომხმარებლებს უზრუნველყონ ყველა ტრანზაქციის, ინვესტიციისა და ყიდვა-გაყიდვის-გადაცვლის გამჭვირვალობა.

სარეგისტრაციო ბმული -  yield.app/georgia