მესენჯერში WhatApp მისი 2009 წელს დაარსებიდან პირველად, რეკლამა გამოჩნდება. სიახლეების შესახებ განცხადება კომპანიის ბლოგში გამოქვეყნდა.
მესენჯერში არხების ფასიანი გამოწერა, რეკლამა სტატუსებში და არხის ხილვადობის გაზრდა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ გახდება შესაძლებელი.
WhatsApp-ში აღნიშნეს, რომ რეკლამის ჩვენებისთვის მომხმარებლების შესახებ შეზღუდულ ინფორმაციას გამოიყენებენ. კერძოდ, მონაცემებს ქვეყანაზე, ენაზე, მათ მიერ გამოწერილ არხებზე. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ადამიანები, ვინც მესენჯერს მხოლოდ ახლობლებთან კომუნიკაციისთვის იყენებენ, ცვლილებებს ვერ შეამჩნევენ.
WhatsApp-ის დამაარსებლები იან კუმი და ბრაიან ეკტონი აცხადებდნენ, რომ მათ მესენჯერში რეკლამა არასოდეს იქნება. როდესაც 2014 წელს მესენჯერი Facebook-მა შეიძინა, ამ პოლიტიკის გაგრძელების პირობა ახალმა მფლობელებმაც დადეს. კუმმა და ეკტონმა WhatsApp-ი 2018 წელს დატოვეს.
WhatsApp-ი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერია. ყოველდღიურად მას მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს.