საჰაერო ტაქსის მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია Volocopter-მა ოლიმპიური თამაშების დროს საცხენოსნო და ხუთჭიდის შეჯიბრებების ადგილის მახლობლად საცდელი ფრენა განახორციელა. ქალაქში ელექტრო საჰაერო ტაქსების რეგულარული გამოყენებისთვის მომზადების ვალიდაციის ეტაპი პარიზის მახლობლად მდებარე Saint-Cyr-l’Ecole აეროდრომზე დაიწყო, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით გაიხსნა.

უნიკალური VTOL თვითმფრინავი, რომელიც ვერტიკალურად აფრენა/დაფრენას ახორციელებს შესაძლოა განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში საგზაო ტრანსპორტის ალტერნატივად იქცეს.

იმისთვის, რომ Volocopter-მა მგზავრები გადაიყვანოს, კომპანიამ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოდან (EASA) ლიცენზია უნდა მიიღოს. კომპანია იმედოვნებს, რომ 2025 წელს უკვე შეძლებს მომხმარებელს თავისი პირველი ფრენები შესთავაზოს.

წყარო: ავიანიუსი