ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის დრო დადგა, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა, გთავაზობთ ძირითადი ნაწყვეტებს ზელენსკის ინტერვიუდან:
- ზაფხულში რუსეთი გეგმავს გააგზავნოს საჯარისო ნაწილები ბელარუსში, რომელიც შეიძლება გახდეს პლაცდარმი ევროპის წინააღმდეგ. მე მოვუწოდებ ევროპას, იმუშაოს ერთიანი ეგროპული არმიის შექმნაზე, რომლის საფუძველი გახდება უკრაინული არმია.
- უკრაინა არ მიიღებს არანაირ შეთანხმებას თუ შეთავაზებას, სადაც არ არის გათვალისწინებული უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები.
- NATO-ზე ჩვენი პოზიცია უცვლელია, მასზე უარს არასდროს ვიტყვით.
- 250 ათასი მოკლული და 600 ათასი დაჭრილი. ესაა ბრძოლის ველზე რუსეთის დანაკარგი. ჩრდილოეთ კორეული კორპუსი კი, რომელიც პუტინმა დაიქირავა - განადგურებულია.
- ხანდახან ისე ჩანს, რომ NATO-ს ყველაზე გავლენიანი ქვეყანა რუსეთია და ზუსტად ის წყვეტს, ვინ მიიღონ ბლოკში და ვინ არა.
- უკრაინა ახლა უპილოტო საფრენი აპარატების ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში. მხოლოდ 2024 წელს მოკავშირეებთან ერთად 1.5 მილიონი დრონი დავამზადეთ.
- როგორც მინიმუმ, რუსეთი 2022 წლის საზღვრებზე უნდა დაბრუნდეს. ტრამპს სჭირდება წარმატება, ისევე როგორც ჩვენ.
- მიმდინარე წელს რუსეთი 15 ახალი დივიზიის შექმნას აპირებს, ეს დაახლოებით 150 ათასი კაცია და იმაზე უფრო მეტია, ვიდრე ევროპის ზოგიერთი ქვეყნის რიცხოვნობა.
- ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმაზე, რომ 24 თებერვალს, ომის 3 წლისთავზე შევძლოთ კიევში შეკრება, ყველა წამყვანი მოკავშირის, ვინც ახლა უკრაინის უსაფრთხოებას იცავს - ესპანეთიდან ფინეთამდე, ბრიტანეთიდან პოლონეთამდე და ვაშინგტონიდან ტოკიომდე.
- ჩვენ ვთვლით, რომ უსაფრთხოების გარანტიების საფუძველთა საფუძველი უკრაინის NATO-ში წევრობა უნდა იყოს, რადგან პირობები, რომ საკუთარი NATO შევქმნათ, უკვე გვაქვს.
- პუტინს არანაირი უსაფრთხოების გარანტიის მოცემა არ შეუძლია. არა იმიტომ რომ პათოლოგიური მატყუატაა, იმიტომ რომ ომი არის ერთადერთი გზა, რათა მან ძალაუფლება შეინარჩუნოს.
- დახმარებების მოწოდება გაცილებით დროულად რომ მომხდარიყო, უფრო ნაკლებ ტერიტორიას დავკარგავდით.
- ჩვენი მიზანი 2025 წელს არის სამართლიანი მშვიდობის მიღწევა.