ნავთობის ფასები ეცემა გლობალურ ბაზარზე ჭარბი მიწოდების ახალი ნიშნების გამო, რაც ანეიტრალებს გეოპოლიტიკური რისკების შესახებ შეშფოთებას.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის იანვრის ფიუჩერსები 0.7 დოლარით (1.08%-ით) დაეცა და ბარელზე 64.19 დოლარი შეადგინა.
დეკემბრის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 0.65 აშშ დოლარით (1.07%-ით) დაეცა და ბარელზე 60.09 აშშ დოლარი შეადგინა.