გაზის დანადგარების შემოწმებისა და გამართულად მუშაობის საკითხი, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ძალიან აქტუალურია და რადიო „კომერსანტის“ ეთერში ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა სწორედ ამ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.

ნინო გულეიშვილის ინფორმაციით, გაზგამანაწილებელი კომპანიები დანადგარებს ქვეყნის მასშტაბით მთელი წლის მანძილზე ამოწმებენ, ოქტომბრის ბოლოს კი ინფორმაციის გაანალიზება ენერგოომბუდსმენის აპარატთან ერთად ხდება.

ირკვევა, რომ კონკრეტული გამოწვევების ნაკლებობა არც თბილისშია, რეგიონებში კი საქმე გაცილებითრთულად არის.

ბუნებრივი გაზის დანადგარების სწორად მოხმარება პირდაპირ ჩვენსა და გარშემო მყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უკავშირდება.

დედაქალაქში „თბილისი ენერი“ დაახლოებით 610 ათას აბონენტს ემსახურება. უკვე შემოწმებულია 212 ათასი აბონენტი და პროცესი დღესაც გრძელდება. დარღვევა აღმოჩნდა დაახლოებით 4500-5000 აბონენტთან, რაშიც იგულისხმება როგორც გაუმართავი ქსელი, ისე გაუმართავი დანადგარები, რომლებიც კომპანიის წარმომადგენლებმა ჩახსნეს. დაახლოებით 800 აბონენტს კი მიწოდება შეუწყდა, რადგან ქსელი ძალიან ავარიულ მდგომარეობაშიიყო.

თბილისისგან რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა რეგიონებში. მაგალითად, 500 ათასზე მეტი აბონენტი ჰყავს „სოკარ ჯორჯია გაზს“. შემოწმებულია უკვე 400 ათასზე მეტი აბონენტი და პრობლემა 40 ათასზე მეტ შემთხვევაში დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ სოფლებში მეორად და დაზიანებულ დანადგარებს ამონტაჟებენ, რომლებიც იქ ქალაქებიდან ჩააქვთ. ასევე, გეტყვით „საქორ გაზზეც“, რომელსაც 300 ათასზე მეტი აბონენტი ჰყავს, უკვე შემოწმებულია ძირითაი რაოდენობა და აღმოჩენილია 30 ათასზე მეტი დარღვევა, - აცხადებს ნინო გულეიშვილი.