გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ორდღიანი ტრენინგი გამართა – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

„ტრენინგი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე თამთა დევდარიანმა გახსნა, რომელმაც  მონაწილეებს ცენტრის პრიორიტეტები და მიმდინარე აქტივობები, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებები გააცნო.

ტრენინგის ფარგლებში, სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  სერვისების, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, გარემოსდაცვითი უფლებებისა და ამ მიმართულებებით მედიის როლის შესახებ.

ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აგრარული პოლიტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით კითხვები დაესვათ და პასუხები დარგის სპეციალისტებისგან მიეღოთ.

ტრენინგის ფარგლებში, სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც მათთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა“ - ნათქვამია ინფორმაციაში.