ახლად შექმნილი სოციალურ პლატფორმა Threads-ი დარეგისტრირებულ მომხმარებელთა ნახევარზე მეტმა დატოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Twitter-ის ანალოგი, Meta-ს მიკრობლოგების პლატფორმა  6 ივლისს გაეშვა. სოციალურ ქსელში პირველი 7 საათის განმავლობაში 10 მილიონი მომხმარებელი დარეგისტრირდა, მოგვიანებით კი გავრცელდა ცნობები 100 მილიონი მომხმარებლის შესახებ.

მომხმარებელთა სწრაფი რეგისტრაციის მიუხედავად, Meta-გენერალურმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ პლატფორმას მომხმარებელთა შენარჩუნება უჭირს.

​„ცხადია, თუ თქვენთან 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა, იდეალური იქნებოდა მათი ნახევარი მაინც რომ დარჩეს თქვენთან. ჩვენ ამას ჯერ ვერ მივაღწიეთ“, - განაცხადა ცუკერბერგმა.

გარდა ამისა, ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ Threads -ის მაჩვენებლები მოსალოდნელზე უკეთესია და მიაჩნია, რომ მომხმარებელთა შენარჩუნების მაჩვენებელი გაიზრდება.