Tesla-მ განაცხადა, რომ Optimus რობოტი - Tesla Bot-ი განახლდა და კიდევ უფრო დაემსგავსა ადამიანს. ამის შესახებ The Verge წერს.

ახალი ვიდეო გამოაქვეყნა ილონ მასკმა, სადაც ჩანს, რომ რობოტმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. Optimus-ი ბევრად უფრო დაემსგავსა ადამიანებს. ის, დამხმარე მოწყობილობების გარეშე, ორ ფეხზე ისევე დადის, როგორც ადამიანი.

რობოტებმა ირგვლივ არსებული სიტუაციის ამოცნობაც და ობიექტების ადგილიდან ადგილზე გადატანაც ისწავლეს. რობოტს შეუძლია ხელებით აიღოს ნივთები, დაარეგულიროს წნევისა და მოძრაობის ძალა, იმისდა მიხედვით, თუ რა დევს მის წინ.

Tesla-ს რობოტი, რომელიც შექმნილია როგორც ჰუმანოიდი, პირველად გასულ წელს წარმოადგინეს. იმ დროისთვის Tesla-ს ბოტის მხოლოდ დეკონსტრუქციული ვერსიის ჩვენება შეეძლო, რომელიც ძლივს ახერხებდა სიარულს, რომ აღარაფერი ვთქვათ სამუშაოს ხელით შესრულებაზე.