ელექტრონული კომერციის უმსხვილესმა კომპანია Amazon-მა ახალი პლატფორმა, ონლაინგაყიდვების ბაზარზე Haul-ი აამოქმედა, რომელზეც პროდუქციის მაქსიმალური ფასი $20-ია. ესაა ბიუჯეტური რითეილერების, Temu-სა და Shein-ს მთღავარი კონკურენტი.
როგორც BBC წერს, Haul-ის მობილური აპლიკაციაა ამ დროისთვის მხოლოდ შეერთებული შტატების მასშტაბით, Amazon-ის პლატფორმაზე მუშაობს.
Haul შეკვეთის მიწოდების ვადად 2 კვირას ასახელებს.
ცნობისთვის, მსოფლიო მარეგულირებელი ორგანიზაციები მასობრივი ბიუჯეტური პროდუქციის მიმართ განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ. ევროპულმა კომისიამ უკვე წამოიწყო გამოძიება Temu-ს წინააღმდეგ, რომელსაც პლატფორმაზე არალეგალური პროდუქტის განთავსებაში ედავებიან.