“Starlink-ის მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია სომხეთში და უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო თანამგზავრულ ინტერნეტს როგორც ქალაქებში, ასევე ყველაზე შორეულ სოფლებში და რთულად მისადგომ რეგიონებში”, – ამის შესახებ სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრმა მხითარ აირაპეტიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი შესაძლებელი გახდა სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის სამინისტროს, Starlink-ის კომპანიისა და სახელმწიფო პარტნიორების ერთობლივი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგად.
რაც შეეხება საქართველოს, სტარლინკი 2023 წლიდანაა ხელმისაწვდომი.
წყარო: netgazeti.ge