ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ-სერვისი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გახდა ხელმისაწვდომი. ამის შესახებ SpaceX-ის პრესსამსახურმა Twitter-ზე განაცხადა.

„Starlink ახლა ხელმისაწვდომია მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში!“ - ნათქვამია SpaceX-ის პუბლიკაციაში.

SpaceX-მა აღნიშნა, რომ ახალი ქვეყანა, სადაც Starlink ხელმისაწვდომი გახდა, არის ელ სალვადორი.

ეკვადორის ხელისუფლებამ, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში Starlink ხელმისაწვდომი გახდება გალაპაგოსის კუნძულებზე, რომელიც ლათინური ამერიკის დასავლეთით დაახლოებით 1000 კილომეტრში, წყნარ ოკეანეში მდებარეობს.