ტრი მედია ინტელიჯენსის (TMI) მონაცემების მიხედვით სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი არ კარგავს მნიშვნელობას - სარეკლამო ინდუსტრიაში TV რეკლამას კვლავაც მნიშვნელოვნად დიდი წილი უკავია.
მათივე მონაცემებით, TOP 20 სატელევიზო რეკლამის განმთავსებელი შემდეგნაირად გამოიყურება:
ბოლო ორი წლის მონაცმებს თუ შევადარებთ ვნახავთ, რომ ქვეყანაში მოწინავე ინდუსტრიების ზრდა კორელაციაშია ამავე სექტორების მიერ სატელევიზიო რეკლამის განთავსებებისზრდასთან.
2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯამურად სარეკლამო ბაზრის 16% -იანი ზრდა დაფიქსირდა. როგორც ცხრილზე ვხედავთ, აქტიურობის კუთხით გამოირჩეოდნენ უძრავი ქონების, კვების, სილამაზისა და ჯანმრთელობის კატეგორიის ბრენდები. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა სამშენებლო კომპანიების კატეგორიაში და მათ მთლიან სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის 8% დაიკავეს. დეველოპერულ კომპანიებს შორის ტოპ განმთავსებელი “არქი ჯგუფია”, რომელსაც შესაბამის კლასტერში 30%-იანი წილი უჭირავს. ასევე, განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება კვების (43%-იანი ზრდა) და “სილამაზე და ჯანმრთელობის” (81%-იანი ზრდა) კატეგორიებში.
აქვე გადავხედოთ მედია პლათფორმებს, რომლებზეც ბიზნესები ახორციელებენ ძირითად სარეკლამო განთავსებებს. ტელეკომპანია “იმედი” წელსაც ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო არხად რჩება.
ტელეყურებადობაში მნიშვნელოვან წილს, 43%-ს იკავებს სერიალები (ქართული სატელევიზიო სივრცე ძირითადად თურქული სერიალებითაა გაჯერებული), შემდეგ მოსდევს საინფორმაციო გამოშვებები, 22%-იანი წილით.