ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Polestar-ი ჩინეთის ბაზარზე ოპერაციებს მინიმუმამდე ამცირებს. ეს ნიშნავს, რომ კომპანია დახურავს შოურუმებს, მაღაზიების ქსელებს და გამოვა ადგილობრივ კომპანიასთან შექმნილი ერთობლივი საწარმოდან.
საქმე ისაა, რომ Polestar-ი ჩინური საავტომობილო კონგლომერატის, Geely-ის, ჰოლდინგში შედის.
2025 წლის პირველ კვარტალში, Polestar-ის გაყიდვებმა გლობალურად 76%-ით იმატა, მაგრამ ეს მცირეხნიანმა აღმასვლამ შარშანდელი წლის ზარარალიანობა ვერ გადაფარა. 2024 წელს, Polestar-ის SUV-ებმა, მათ შორის Polestar 3-მა და Polestar 4-მა გაყიდვებში ვერ იყოჩაღეს.
Polestar $2 მილიარდადაა შეფასებული. მისი ღირებულება ერთთვიან ჭრილში 11%-ით, ექვსთვიან ჭრილში კი 32%-ითაა შემცირებული.
გასულ წელს, Polestar-მა ჩინეთში მხოლოდ 3,120 ელექტრომობილი გაყიდა, როცა მსოფლიოში ჯამში 44,850 ავტომობილი გაიყიდა.
ელექტრომობილების კუთხით, ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი ბაზარია. ამის მიღწევა კი ქვეყანამ მიზანმიმართული პოლიტიკის წყალობით შეძლო. მმართველი კომუნისტური პარტია ამუშავებს სუბსიდიების პროგრამას განვითარებულ დასამუხტ ინფრასტრუქტურაზე და დიდ კონკურენციაზე, რომელმაც EV-ების არაერთი იაფიანი, თუმცა კონკურენტუნარიანი ავტომობილი შექმნა.