ჩინეთში, მსოფლიოში პირველად, დააკავეს ადამიანი, ვინც ChatGPT ჩეთ-ბოტის გამოყენებით ყალბი ამბები დაწერა და გაავრცელა. ამის შესახებ CNBC-ი იტყობინება.
ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით განსუს პროვინციაში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, სახელად ჰონგი. მას ბრალად ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენება ედება.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა გამოაქვეყნა ყალბი ამბები, სადაც ნათქვამია, რომ 25 აპრილს ადგილობრივი მატარებლის ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. აღმოჩნდა, რომ ეს „სიახლე“ ChatGPT AI-მ გამოიგონა.