OpenAI-ის განცხადების თანახმად, ChatGPT-ს ასაკის პროგნოზირების ფუნქცია ემატება, ამას კი თინეიჯერთა უსაფრთხოებისთვის აკეთებენ… სუიციდთან დაკავშირებული საკითხის შემდეგ, კომპანიამ თავისი Model Spec განაახლა, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა მოიქცეს AI მოდელები. იმ პრინციპების განახლებაზე იყვნენ ფოკუსირებულნი, რომლებიც 18-წლამდე მოზარდებს მაღალი რისკის სიტუაციებში პასუხობს. დეტალები კი ახლახან გახდა ცნობილი და მათ შორის ასაკის პროგნოზირების ფუნქციაც გვხვდება.
ChatGPT-ის ასაკის პროგნოზირების მოდელი მომხმარებელთა ასაკს მათი ქცევისა და ექაუნთის სიგნალების მიხედვით გამოთვლის, დააკვირდება, როგორ იქცევა იგი დღის მანძილზე, როგორ იყენებს პლატფორმას, რამდენი ხანია, რაც ექაუნთ აქვს და რას აცხადებს საკუთარ ასაკად.
თუ მომხმარებლის ასაკი 18 წლამდეა და ისინი ამას OpenAI-ის გაუმხელენ, გრაფიკულ ძალადობას, თვითდაზიანების კონტენტს, სექსუალურ, რომანტიკულ თუ ძალადობრივი როლურ თამაშებზე წვდომას ვერ მიიღებენ, რაღა თქმა უნდა, სხვა საზიანო კონტენტთან ერთად. ხოლო, თუ თავად OpenAI არ იქნება დარწმუნებული მომხმარებლის ასაკში, მას ავტომატურად უფრო უსაფრთხო პარამეტრებს შესთავაზებს თავის დაზღვევის მიზნით.
მაგრამ თუ თავად OpenAI-ის ქმედებას არასწორად ჩათვლით, მესამე მხარის იდენტობის ვერიფიკაციის სერვის Persona-ს უნდა მიმართოთ და სელფით დაადასტუროთ, რომ კომპანიამ არასწორად მოგათავსათ 18-წლამდე მომხმარებლებს შორის. ოღონდ დამატებით არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, როგორ წარიმართება ID დოკუმენტების ბედი… თუმცა გეგმაში ფუნქციის ჩაშვებისთანავე აქტიური მუშაობა და არსებული გამოცდილების გაუმჯობესება აქვს.