NASA-ს მარსმავალმა Perseverance უცნაური ქვა აღმოაჩინა, რომელიც ობობას ასეულობით კვერცხის გროვას ჰგავს. ის ეზეროს კრატერის კიდეზე, ვიჩ ჰეიზელის გორაზე შეამჩნიეს. მეცნიერების თქმით, ქვა წითელი ქვიშითაა დამტვერილი და არსებულ გარემოს აშკარად არ შეესაბამება.
მას გუნდმა Saint Paul’s Bay დაარქვა. სპეციალისტები ვერ ხსნიან მის უცნაურ სტრუქტურას, რომელიც მარსზე არსებულ ობიექტებს არ ახასიათებს.
შესაძლოა, ქვის გადაადგილების გამომწვევმა მიზეზმა მარსის შესახებ ახალი ინფორმაციის მოპოვება გაამარტივოს.
არსებობს მოსაზრება, რომ ქვა მაშინ წარმოიშვა, როდესაც პლანეტაზე მეტეორიტი ჩამოვარდა. შედეგად კლდოვანი მასა ჯერ აორთქლდა, შემდეგ გამკვრივდა და პატარა გრანულებად გარდაიქმნა, რომლებიც ფოტოზე მოჩანს.
არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი, რომ ქვა ვიჩ ჰეიზელიდან დაგორდა და ის ამ გორის ერთ-ერთი ფენისგან წარმოიშვა.
ვიჩ ჰეიზელის დეტალურად შესწავლის შემდეგ მეცნიერებს ეცოდინებათ, რისგან შედგება ეს მუქი ფენები. თუ მათ აღმოჩენილი ქვის მსგავსი სტრუქტურა აქვთ, არაა გამორიცხული, რომ მარსზე ვულკანური შრე ან მიწისქვეშა წყლები იყოს, ან ეს პლანეტის მეტეორიტთან შეჯახებაზე მიუთითებს.
თუ ვიჩ ჰეიზელი მიწისქვეშა წყლებს შეიცავდა, მაშინ Perseverance-ის მიერ შეგროვებული ზოგიერთ ნიმუშში შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს. NASA ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2030 წლისთვის გეგმავს.
წყარო: imedinews.ge