NASA-მ იუპიტერის ახალი, ყველაზე მკაფიო ფოტოები წარადგინა.

ფოტოები კოსმოსურმა აპარატმა Juno-მ გადაიღო, რომელიც პლანეტის ორბიტაზე 2016 წლის ივლისიდან იმყოფება.

მისია Juno-ს მიზანი იუპიტერის წარმოშობისა და ევოლუციის ეტაპების შესწავლაა.

ცნობისთვის, NASA ძლიერ სერიოზულად ეკიდება არამიწიერი სიცოცხლის ძებნას, მათ შორის, მზის სისტემაშიც კი.

14 ოქტომბერს, SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-ით, სააგენტომ ხომალდი გაუშვა იუპიტერის მთვარე ევროპასკენ.