ტირანოზავრების მკვლევარმა ტომას კარმა აღმოაჩინა, რომ ამჟამად დინოზავრის ჩონჩხების დიდი ნაწილი კერძო ან კომერციულ მფლობელობაშია, ვიდრე სახელმწიფო მუზეუმებში, რაც კვლევების ჩატარებას უშლის ხელს. ინფორმაციას Livescience-ი ავრცელებს.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სამეცნიერო კვლევებისთვის სულ უფრო ნაკლები დინოზავრების ჩონჩხებია ხელმისაწვდომი, რადგან მდიდარი ადამიანები მათ კერძო კოლექციებისთვის ყიდულობენ. როგორც აღმოჩნდა, დინოზავრების ჩონჩხი ძალიან პოპულარული ექსპონატია მრავალ აუქციონზე. თითქმის მთლიანი ჩონჩხები ათობით მილიონ დოლარად იყიდება.
მკვლევრის თქმით, მან შეისწავლა არსებული ჩანაწერები მუზეუმებიდან, აუქციონებიდან, გაეცნო სხვადასხვა დასკვნებს და აღმოაჩინა, რომ 61 ნიმუში სახელმწიფო მუზეუმებსა და ფონდებში ინახება, ხოლო 71 - კერძო მფლობელობაშია.
კარმა აღნიშნა, რომ აუქციონებზე მხოლოდ ტირანოზავრების ჩონჩხები არ გამოაქვთ. კერძო ბაზარზე დინოზავრების ყველა სახეობის ჩონჩხები ხვდება. ყველაზე ძვირად სტეგოზავრის ჩონჩხი გაიყიდა, რომელშიც მყიდველმა თავისი კერძო კოლექციისთვის 44,6 მილიონი დოლარი გადაიხადა.