მეცნიერებმა პირველად გიგანტური ანტარქტიდული კალმარის ვიდეოკადრები მიიღეს. მოლუსკების ეს სახეობა ასი წლის წინ აღმოაჩინეს, თუმცა მისი გადაღება არსებობის ბუნებრივ გარემოში პირველად გახდა შესაძლებელი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

30 სანტიმეტრიანი ანტარქტიდული კალმარის ვიდეოკადრები 600 მეტრის სიღრმეზე გადაიღეს ატლანტიკური ოკეანის სამხრეთ ნაწილში. სპეციალისტების თქმით, გიგანტური კალმარების სიგრძე 7 მეტრს აღწევს, წონა კი 500 კგ. ამით ისინი პლანეტის ყველაზე მძიმე უხერხემლოთა სახეობას მიეკუთვნებიან.

მეცნიერებს ამ ტიპის კალმარების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა იციან, რომ ასაკთან ერთად ისინი ნაკლებად გამჭვირვალე ხდებიან. ბიოლოგები აღნიშნავენ, რომ მათი რიცხოვნობის დადგენა ამ დრომდე ძალიან ძნელ ამოცანად რჩება.

იანვარში მეცნიერებმა პირველად კალმარის სახეობის (Galiteuthis glacialis) კადრები მიიღეს.

„უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ პირველად შევძელით ექსპედიციების დროს კალმარების ორი სხვადასხვა სახეობის დაფიქსირება. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რაოდენ ცოტა ვიცით ჩვენ სამხრეთ ოკეანის მშვენიერი ბინადრების შესახებ“, - განაცხადა შმიდტის სახელობის ოკეანის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიოტიკა ვირმანიმ და აღნიშნა, რომ ასეთი სიახლეები ახსენებენ ადამიანებს იმის შესახებ რამდენად ბევრ ამოუცნობ საიდუმლოს ინახავს ოკეანე.

წყარო: imedinews.ge