ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა პოლონეთში შექმნეს ხელოვნური სისხლი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ნამდვილი სისხლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია - ქსოვილებში ჟანგბადის გადატანა და მათგან ნახშირორჟანგის ამოღება.

ხელოვნური სისხლი არ არის წითელი, ის არის რძისფერი და უსუნო. იგი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ადამიანს საგანგებო სიტუაციებში, მაგალითად, თუ უბედური შემთხვევის დროსადამიანმა დიდი ოდენობით დაკარგა სისხლი.

გარდა ამისა, ხელოვნური სისხლი შესაძლებელია გამოიყენებული იქნას მძიმე დაზიანებების სამკურნალოდ, როდესაც სისხლის გადასხმა შეუძლებელია, ასევე გადანერგვისთვის განკუთვნილი ორგანოების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლადაც.

მეცნიერებმა ხელ თავსებადობის ექსპერიმენტი ღორებზე უკვე ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ღორის მოკვეთილი თირკმელი, ხელოვნური სისხლის გამოყენებით, დიდხანს ნარჩუნდება ფუნქციურ მდგომარეობაში. ასე შენახული თირკმელი ცხოველს უკან გადაუნერგეს და ორგანომ გამართულად გააგრძელა მუშაობა.

სამომავლოდ მეცნიერებს სურთ გაარკვიონ, როგორ მონაწილეობს სითხე ორგანიზმის მეტაბოლიზმში და იწვევს თუ არა ის იმუნიზაციას. ეს მნიშვნელოვანია იმ პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ ხშირი გადასხმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შვედმა მეცნიერებმა თვალის იმპლანტი მოიგონეს, რომელიც დიაბეტით დაავადებულებს დაეხმარება.