2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.79 მლნ ადამიანი, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მთლიანი მოსახლეობის 75.4%-ია.

ამავე პერიოდში კანალიზაციის ქსელზე მიერთებული იყო მთლიანი მოსახლეობის 54.1%, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე - 42.7%.

„2024 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 243.4 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 5.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე (231.5 კუბური მეტრი).

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.79 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 75.4%), რაც 1.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.75 მილიონი ადამიანი).

2024 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 2.00 მილიონი შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 54.1%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.98 მილიონი) აღემატება 1.0%-ით.

2024 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 1.58 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 42.7%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.52 მილიონი) აღემატება 3.9%-ით“, - აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.

www.bpn.ge