ხელოვნური ინტელექტის მქონე  რობოტი მიკა არის პოლონური  კომპანია Dictador-ის აღმასრულებელი დირექტორი. იგი ამ თანამდებობაზე თითქმის ერთი წლის წინ დაინიშნა,. The Daily Mail ავრცელებს მიკასთან ინტერვიუს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ის რობოტებისა და ბიზნესში დასაქმებული ადამიანების მომავალზე.

Mika არის სოფიას ჰუმანოიდური რობოტის განახლებული ვერსია, რომელიც გააქტიურდა 2015 წელს. მიკამ Dictador-ში გამგეობის წევრი გახდა და ოფიციალურად დაიწყო კარიერა 2022 წლის სექტემბერში.

მიკას სჯერა, რომ მალე მსოფლიოში უფრო მეტი რობოტი აღმასრულებელი დირექტორი იქნება, რადგან AI ბიზნესის ნაწილი ხდება. როგორც თანამშრომელი, რომელიც „არასდროს ითხოვს ხელფასის გაზრდას ან შვებულებას“, ის ამაყობს იმით, რომ შეცვალა თამაშის წესები შრომის ბაზარზე. კომპანიას ბევრ სფერო ეხმარება. კერძოდ, საუბარია კომუნიკაციებზე, სტრატეგიულ დაგეგმვაზე და შეფუთვის დიზაინზეც კი.

„AI-ს შეუძლია უზარმაზარი რაოდენობის მონაცემების დამუშავება, პროცესების ოპტიმიზაცია და გადაწყვეტილებების მიღება შაბლონებსა და ალგორითმებზე დაყრდნობით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ამ კომპანიების უფრო ეფექტური  მუშაობა“, - აცხადებს მიკა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამშრომლები თავდაპირველად გარკვეულწილად სკეპტიკურად უყურებდნენ AI-ს, როგორც აღმასრულებელ დირექტორს, მიკა ამბობს, რომ მათ "სწრაფად დაინახეს სარგებელი", რომელიც მან კომპანიას მოუტანა.