კობი ბრაიანტის მაისური, რომელიც კალათბურთელს Los Angeles Lakers-ის წინასასეზონო და რეგულარული სეზონის დებიუტების დროს ეცვა, ხუთშაბათს, ნიუ-იორკში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე 7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
როგორც ცნობილია, ბრაიანტმა აღნიშნული მაისური 1996-97 წლების სეზონის შვიდ თამაშში მოირგო, მათ შორის 1996 წლის 16 ოქტომბერს წინასასეზონო დებიუტისა და 3 ნოემბერს რეგულარული სეზონის დებიუტის დროს.
ამ მაისურმა, აუქციონზე $7 მილიონად გაყიდვით, კობი ბრაიანტის სამახსოვრო ნივთებს შორის რეკორდი მოხსნა. მანამდე ლეგენდარული კალათბურთელის ყველაზე ძირად გაყიდული ნივთის სტატუსი მის მიერ ხელმოწერილ, 2007-08 წლების სეზონის ფორმას ეკუთვნოდა, რომელიც აუქციონზე 5.85 მილიონ აშშ დოლარად შეიძინეს. აღსანიშნავია, რომ ბრაიანტი ამ სეზონის MVP გახდა.
ყველაზე ძვირად გაყიდულ სპორტულ მაისურებს შორის ის მეოთხე ადგილს იკავებს. რეკორდი, $24 მილიონით, New York Yankees-ის მოთამაშე ბეიბ რუთის მაისურს ეკუთვნის, რომელიც მას 1932 წლის მსოფლიო სერიის მესამე თამაშში, Chicago Cubs-ის წინააღმდეგ ეცვა. მეორე ადგილზე მაიკლ ჯორდანის 1998 წლის NBA-ის ფინალების მაისურია, $10.1 მილიონით, ხოლო მესამე პოზიციას დიეგო მარადონას არგენტინის ნაკრების მაისური იკავებს, რომელიც მას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეცვა. ის აუქციონზე $9.3 მილიონად გაიყიდა.