Gagayaan-ის მისიის ფარგლებში, ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაცია კოსმოსში ქალ რობოტს - ვიომიტრას გზავნის.
როგორც Hindustantimes-ი წერს, ვიომიტრა სანსარაში „კოსმოსურ მეგობარს" ნიშნავს. ის გარკვეული ამოცანების შესასრულებლადაა შექმნილია, კერძოდ უნდა შეაფასოს, როგორ შეასრულებენ კოსმოსში დასახულ მისიას ადამიანები.
რობოტი პირველად 2020 წლის იანვარში ბენგალურუს ადამიანთა კოსმოსური ფრენისა და კვლევის სიმპოზიუმზე იყო წარმოდგენილი. ის ნახევრად ადამიანი-რობოტია, არ აქვს ფეხები, მაგრამ შეუძლია დაიხაროს წინ და გვერდით.
ვიომიტრა ყველა იმ მოქმედების სიმულაციას მოახდენს, რომელიც ასტრონავტებმა უნდა შეასრულონ, აკონტროლებს მოდულის პარამეტრებს, გადასცემს შეტყობინებებს და განახორციელებს სიცოცხლის მხარდაჭერის ოპერაციებს. რობოტის ტესტირება ოქტომბერში დაიწყება, მეორე ფაზაში ვიომიტრა კოსმოსში გაფრინდება. შემდეგ კი, სავარაუდოდ 2024 წელს, პროექტის პილოტირებული მისიის ფარგლებში, ერთიდან სამამდე ასტრონავტი გაიგზავნება კოსმოსში.
მისიის დასრულების შემდეგ, ეკიპაჟი ინდოეთის ზღვის წყლებში დაეშვება.