იაპონიის განათლების სამინისტრომ დროებითი მითითებები გამოსცა, მომდევნო სასწავლო წლიდან, ქვეყნის სკოლებში, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) – ChatGPT-ის შეზღუდული გამოყენების შესახებ, ამის შესახებ ინფორმაციას Kyodo ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ რეკომენდაციები, რომლებსაც განათლების სამინისტრო მაისიდან ექსპერტებთან განიხილავს, ივლისის დასაწყისამდე გახდება ცნობილი.
განცხადების თანახმად, იაპონიის სკოლებს მიეცემათ უფლება გამოიყენონ გენერაციული ხელოვნური ინტელექტი საგანმანათლებლო პროცესში, მაგალითად: საკლასო დისკუსიებისთვის იდეების გენერირებაში, ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის პრაქტიკის გაზრდაში და ა.შ.
საგანმანათლებლო განყოფილებაში მიზანშეწონილად არ მიიჩნევა სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ლექსების ან მხატვრული ტექსტის დაწერისას, გენერაციული AI-ით დაწერილი კრეატიული ნამუშევრები ჩაითვლება მოტყუებად, თუ მოსწავლეები მათ ისე გაასაღებს, როგორც საკუთარს.
სრულიად აკრძალულია AI-ის გამოყენება გამოცდებზე, როდესაც სტუდენტების აკადემიური მოსწრება ფასდება.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მასწავლებლების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, რათა ამ გზით შემცირდეს რუტინული სამუშაოების შესრულების ტვირთი. მაგალითად, სპორტული აქტივობებისთვის პროექტების შექმნა, საგამოცდო კითხვების დაწერა ან მშობლებისთვის შეტყობინების მიწერა. თუმცა, ასეთ შემთხვევაში მასწავლებლებს მოუწევთ ნაწერის შინაარსის რედაქტირება და შემოწმება.