Hyundai Motor Group-, მანქანების წარმოების გარდა, რობოტიკის მიმართულებითაც ვითარდება. ბრენდმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ მან დაიწყო ავტონომიური მანქანის მოდელის შემუშავება მთვარისთვის.
Hyundai Motor Group-ის ძირითადი ხედვა ნათელი და ლაკონიურია: „პროგრესი კაცობრიობისთვის“. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანია ბევრს მუშაობს რობოტიკის სფეროს განვითარებაზე.
Hyundai-მ 2021 წელს, 880 მილიონ დოლარად, რობოტების მწარმოებელი - Boston Dynamics-ი შეიძინა. კომპანია ორიენტირებულია ადამიანის ხედვის გაფართოებაზე და ინოვაციური მობილურობის გადაწყვეტილებების შეთავაზებაზე რობოტიკის, AI (ხელოვნური ინტელექტის) და ავტონომიური მართვის ტექნოლოგიების გამოყენებით. მათი ერთ-ერთი ბოლო პროექტი მიზნად ისახავს გასცდეს ხმელეთს, ზღვებსა და ჰაერს კოსმოსში.
2022 წლის ივლისში ჯგუფმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ექვს კორეის კვლევით ინსტიტუტთან საჰაერო კოსმოსურ სექტორში მთვარის ზედაპირის კვლევისთვის. პირველი სატესტო მანქანები მომავალი წლის მეორე ნახევრისთვის დასრულდება. პირველი მოდელი კი მზად 2027 წელს იქნება.
ჯგუფი აერთიანებს Hyundai Motor Company-სა და Kia Corporation-ის რობოტიკისა და ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებს, დამტენის ნაწილებს და მართვის სისტემებს. გარდა ამისა, ის გამოიყენებს Hyundai Rotem-ის ტექნოლოგიას.
მთვარეზე მავალი განკუთვნილია სხვადასხვა აღჭურვილობის გადასატანად, მაქსიმალური დატვირთვით 70 კგ. გარდა ამისა, იგი აღიჭურვება გათხრების სხვადასხვა ტექნოლოგიით. ის ავტონომიურად იმუშავებს, ელექტროენერგიას მზის პანელებიდან მიიღებს.
მანქანა აეწყობა ექსტრემალურ ტემპერატურაზე ჩაშენებული რადიაციული დაცვით. ამისთვის Hyundai Motor Group შეიმუშავებს მთვარის ზედაპირის მსგავს გარემოს, სადაც ჩაატარებს მთვარის როვერის ინტენსიურ ტესტებს. თუ ყველაფერი კარგად წავა, მანქანა მთვარის სამხრეთ პოლუსთან დაეშვება, სადაც ის სამეცნიერო მისიებს შეასრულებს.