კახეთის მთავარ მოვლენას, გურჯაანის ღვინის ფესტივალს, რომელსაც 9 წლიანი ისტორია აქვს, მეღვინეობის ქალაქმა მასშტაბურმა უმასპინძლა. წელს, ფესტივალმა 546 მეღვინე და მეწარმე გააერთიანა, რომელსაც 50 ათასზე მნახველი სტუმრობდა.
ფესტივალმა სხვადასხვა გემოს თუ ფერის, მშრალსა თუ ნახევრად ტკბილს, ახლად დადუღებულ თუ წლებით დავარგებულ ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს ერთ სივრცეში, გურჯაანში, ახტალას პარკში მოუყარა თავი, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცემ, მოწვეულმა შეფებმა და ადგილზე შექმნილმა ავთენტურმა კერძებმა დაამშვენა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეგუსტაციის სივრცეში წარმოდგენილი 200 ქართული მეღვინეობის სასმელი დაეგემოვნებინათ. მონაწილეობა მიეღოთ ჩურჩხელის მზადებასა და თონეში ტრადიციული პურის ცომის ცხობასა და საწნახლელში ყურძნის დაწურვაში.
ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყო იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების, ღვინის ეტიკეტებისა და ძველი ქართული ღვინისა და მეღვინეობის წიგნების გამოფენები.ასევე გაიმართა ღვინის წარმოების ძველი ხელნაწერების ჩვენება, სომელიეს შოუ, B2B შეხვედრები, სხვადასხვა მასტერკლასები და ა.შ
ფესტივალი იყო თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული. შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეძლო საინტერესოდ გაატარებინა დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
„გურჯაანის ღვინის ფესტივალი შესაძლებლობებით სავსე პლატფორმაა, სადაც ერთიანდება ტრადიცია, კულტურა და თანამედროვე ტურისტული გამოცდილება. იგი მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისთვის, ისე საქართველოს ღვინის, როგორც ეროვნული ბრენდის პოპულარიზაციისთვის. ფესტივალი ხაზს უსვამს კახეთის ღვინის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას, რაც ქვეყნის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ასევე, IWSC wine judging in Georgia-ს გამარჯვებული ღვინოები. დამსწრეებს ადგილზე შეეძლოთ დააგემოვნებინათ სხვადასხვა სასმელი,“ - აღნიშნავს გურჯაანის ღვინის ფესტივალის ამბასადორი შოთა ნატროშვილი.
წელს ფესტივალის შთაგონების წყარო მრავალხმიანი ქართული ღვინო იყო - სასმელი, რომელმაც საუკუნეების გზა გამოიარა, მოერგო სხვადასხვა ეპოქის ჰანგებს, მაგრამ არასდროს დაკარგა თავისი პირველქმნილი ხასიათი – ის, რამაც საქართველო ღვინის სამშობლოდ აქცია. როგორც ქართულ პოლიფონიაში სხვადასხვა ხმა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ერთიან, განუმეორებელ ჟღერადობას, ასევე ნამდვილი ღვინო არის გემოების, არომატებისა და შეგრძნებების პოლიფონია.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი სწორედ, ამ უწყვეტი ისტორიის გაგრძელებაა – ადგილი, სადაც ქართული ტრადიცია ყოველწლიურად ცოცხლდება და წელს, ღვინის მრავალხმიანობა კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2025-ის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი, ოფიციალური სპონსორი კი - მეღვინეობა თელიანი ველი.
ფესტივალის სპონსორები: m², ბოლერო, გურჯაანის ნაყინი, საქპატენტი, ბორჯომი, ბაკურიანი.
მხარდამჭერები: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ფესტივალის პარტნიორები: IWSC და ჯეპრა
მასპინძელი: გურჯაანის მერია
ფესტივალის მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, გურჯაანი ტვ, commersant.ge, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, ანტერპრენერი, , travelnews.ge, რადიო უცნობი.