Google-ის ადამიანური რესურსების ხელმძღვანელმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანია იბრძოლებს მათ წინააღმდეგ, ვინც არ დაიცავს ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს. CNBC-ის ცნობით, HR დირექტორმა დისტანციურად მომუშავე კოლეგებს ჰიბრიდულ ფორმატზე გადასვლის წინადადებით მიმართა, რაც ოფისში სიარულს გულისხმობს.

Google-მა თავისი ჰიბრიდული სამუშაო პოლიტიკა განაახლა, რაც ოფისში ვიზიტების რაოდენობის თვალყურის დევნებას და  იმ მუშაკებზე სანქციებს გულისხმობს, რომლებიც საჭირო დროს ოფისში არ გამოჩნდებიან.

Google-ის HR დირექტორმა ფიონა ჩიკონიმ თანამშრომლებს წერილი მისწერა, სადაც თანამშრომლების ოფისის ყოფნის აუცილებლობაზე წერს და განმარტავს, რომ „პირისპირ შეხვედრას ვერაფრით ჩაანაცვლებ“.

„ეჭვგარეშეა, რომ ერთ ოთახში ერთად მუშაობა დადებით შედეგს იძლევა. ბევრი პროდუქტი, რომელიც წარმოვადგინეთ I/O-სა და Google Marketing Live-ზე გასულ თვეში ჩაფიქრებული, შემუშავებული და განხორციელებული იყო გუნდების მიერ, რომლებიც გვერდიგვერდ მუშაობენ“, - აცხადებს ციკონი წერილში.

Google-ის HR დირექტორმა დისტანციურ მუშაკებს სთხოვა, თავად გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას. „მათთვის, ვინც დისტანციურად მუშაობს და Google-თან ახლოს ცხოვრობს, ვიმედოვნებთ, რომ განიხილავთ ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკზე გადასვლას. ჩვენი ოფისები არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად იქნებით დაკავშირებული Google-ის საზოგადოებასთან.”