Google Pixel Fold-ის, მისი პირველი დასაკეცი ეკრანის მქონე სმარტფონის გამოშვებას ივნისში გეგმავს. ამის შესახებ CNBC იტყობინება.

Samsung Fold-ის კონკურენტი სავარაუდოდ Google-ის ყოველწლიურ I/O დეველოპერთა კონფერენციაზე 10 მაისს გამოჩნდება.

წყაროს ინფორმაციით, Pixel Fold-ს (კოდრული სახელი Felix) ყველაზე გამძლე საკეცი მექანიზმი ექნება. გაჯეტი 1700 დოლარამდე ეღირება და კონკურენციას გაუწევს Samsung Galaxy Z Fold 4-ს, რომელიც 1799 დოლარი ღირს.

Google გეგმავს Pixel Fold-ის წარდგენას, როგორც წყალგამძლე ჯიბის ზომის სმარტფონს. მისი გარე ეკრანის დიაგონალი 5.8 ინჩია (დაახლოებით 14.7 სმ) და გახსნილი - 7.6 ინჩი (19.3 სმ), იგივე რაც Samsung-ის კონკურენტს. ტელეფონი 10 უნციაა (280,3 გრამს), რაც ოდნავ აღემატება Galaxy Z Fold 4-ს, რომელიც 263 გრამია. თუმცა, Google-ს დიდი ბატარეა აქვს, რომელიც კომპანიის თქმით, 24 საათს გაძლებს, დაბალი სიმძლავრის რეჟიმში კი ეს მაჩვენებელი 72 საათამდე იქნება.

 


Pixel Fold Google-ის Tensor G2 ჩიპით იკვებება. ეს არის იგივე პროცესორი, რომელიც გასულ წელს დაინერგა Pixel 7 და Pixel 7 Pro ტელეფონებში.

CNBC-ის თანახმად, Pixel Fold იქნება ყველაზე ძვირად ღირებული ტელეფონი Google Pixel-ის ხაზში.

დოკუმენტებში მითითებულია, რომ კომპანია მოუწოდებს ხალხს განაახლონ ახალი სმარტფონი. მაგალითად, Google გეგმავს შესთავაზოს თქვენი ამჟამინდელი Pixel, iPhone ან Android ტელეფონის გაცვლა Pixel Fold ფასდაკლებით. გარდა ამისა, კომპანია გეგმავს მომხმარებელს შესთავაზოს ახალი უფასო ჭკვიანი საათები Pixel Watch.