ფინეთის მთავრობამ უფლება მისცა ქვეყნის მთავარ სატყეო ოფისს (Metsahallitus) მიჰყიდოს ოთხი მიწის ნაკვეთი მუჰოსისა და კაიაანის მუნიციპალიტეტებში Google-ს, იუწყება სამთავრობო პორტალი.
ნაკვეთების შესყიდვა საერთო ფართით დაახლოებით 1,4 ათასი ჰექტარი კომპანიას 27 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდება.
სავარაუდოდ ახალ ტერიტორიებს გამოიყენებენ Google-ის მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის გაფართოებაში, რომელთაგან პირველებმა ფუნქციონირება ფინეთში 2011 წელს დაიწყეს.
ფინეთის მთავრობა დადებითად უყურებს ქვეყანაში Google-ის საქმიანობის განვითარების პერსპექტივებს და აღნიშნავს, რომ ეს ბიძგს მისცემს მომსახურების სექტორისა და საბინაო ბაზრის ზრდას.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ აღნიშნა, რომ Google-ის გარიგება მკაფიო სიგნალს უგზავნის სხვა ინვესტორებს, რომ ქვეყანა მიმზიდველია მათი ინვესტიციებისთვის.