„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 13–14 დეკემბერს, ბათუმის ტექნოპარკში, ორდღიანი ტექნოლოგიური კონკურსი Travel Tech ჰაკათონი გაიმართება, რომლის მიზანია ინოვაციურ, პრაქტიკულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე დაფუძნებული იდეების შექმნა ტურიზმის სფეროს თანამედროვე გამოწვევებისთვის“ – ინფორმაციას GITA ავრცელებს.
„ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ 16+ ასაკის ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან: სტუდენტებს, სტარტაპერებს, დეველოპერებს, დიზაინერებსა და ზოგადად ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებულ პირებს. მონაწილეები გუნდებად იმუშავებენ რეალურ პრობლემებზე, შექმნიან პროტოტიპებს და წარადგენენ მათ ჟიურის წინაშე.
გამარჯვებული გუნდი მიიღებს 10 000 ლარიან გრანტს, რომელიც იდეის განვითარებას მოხმარდება. გარდა ამისა, პროექტის პარტნიორი კომპანიები დააჯილდოებენ რჩეულ გუნდებს.
ღონისძიება ხელს უწყობს რეგიონში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას და ახალგაზრდებისთვის ქმნის ინოვაციურ და პრაქტიკულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://apps.mygita.ge/zs/R9CDCc“ – ნათქვამია ინფორმაციაში.