ჩი­ნეთ­ში მეც­ნი­ე­რებ­მა სენ­სა­ცი­უ­რი "ძვლის წებო" გა­მო­ი­გო­ნეს. შე­მუ­შა­ვე­ბულ ნივ­თი­ე­რე­ბას რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ისე­თი მო­ტე­ხი­ლო­ბის შე­ხორ­ცე­ბა შე­უძ­ლია, რო­მელ­საც, ტრა­დი­ცი­უ­ლად თვე­ე­ბი ესა­ჭი­რო­ე­ბა ხოლ­მე.

  • პრო­დუქ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით "Bone-02" ჩი­ნურ­მა კვლე­ვით­მა გუნ­დმა შე­ი­მუ­შა­ვა და რო­გორც ამ­ბო­ბენ, მათი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ხა­მანწკე­ბი იყო.

ჰან­ჯო­უ­ში სერ რან რან შოუს სა­ა­ვად­მყო­ფოს ორ­თო­პე­დი­ის ასო­ცი­რე­ბულ­მა ქი­რურ­გმა, ლინ სი­ან­ფენ­გმა გა­ნა­ცხა­და, რომ წე­ბო­ვა­ნი მასა ზუს­ტი ფიქ­სა­ცი­ის მიღ­წე­ვას წუ­თებ­ში, სის­ხლით მდი­დარ გა­რე­მო­შიც კი უზ­რუნ­ველ­ყოფს.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, წე­ბო­ვა­ნი და­მუ­შა­ვე­ბა ერთჯე­რა­დი ინი­ექ­ცი­ის სა­ხით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ის "დამ­სხვრე­უ­ლი ძვლის ფრაგ­მენ­ტებს სულ რა­ღაც 3 წუთ­ში ამაგ­რებს".

“ერთ-ერთ კლი­ნი­კურ შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც მა­ჯის მო­ტე­ხი­ლო­ბა ჰქონ­და, ერთი ინი­ექ­ცია გა­უ­კე­თეს და სულ რა­ღაც 3 წუთ­ში გა­ნი­კურ­ნა,“ - იტყო­ბი­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ტრა­დი­ცი­უ­ლად, მა­ჯის აღ­სად­გე­ნად სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და ოპე­რა­ცია, ლი­თო­ნის ფირ­ფი­ტი­სა და ხრახ­ნე­ბის ჩას­მა, რო­მელ­თა ამო­სა­ღე­ბად მე­ო­რე წელს ხე­ლა­ხა­ლი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევ­და პა­ცი­ენტს. ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ძვლის წე­ბოს გა­მო­ყე­ნე­ბი­დან სამი თვის შემ­დეგ დად­გინ­და, რომ პა­ცი­ენ­ტის მა­ჯის მო­ტე­ხი­ლო­ბა სრუ­ლი­ად შე­უ­ხორ­ცდა, ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე.

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ისი­ნი ხა­მანწკე­ბით იყ­ვნენ შთა­გო­ნე­ბულ­ნი - კერ­ძოდ, მათი უნა­რით, მი­ეკ­რან ისეთ წყალ­ქვე­შა ზე­და­პი­რებს, რო­მელ­თა ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­ბო­ვა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და­წე­ბე­ბა სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წე­ბოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, ხა­მანწკე­ბის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი წებო მა­რი­ლი­ან, სველ და მუდ­მი­ვად მოძ­რავ გა­რე­მო­ში წნე­ვი­სა და ერო­ზი­ი­სად­მი მდგრად შე­წე­ბე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბის თქმით, "Bone-02" -ს ორ­გა­ნიზ­მი ბუ­ნებ­რი­ვად იწოვს ძვლის შე­ხორ­ცე­ბი­სას, რაც იმპლან­ტის მო­სა­შო­რებ­ლად მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა­საც გა­მო­რი­ცხავს. ამავდრო­უ­ლად, სა­წყი­სი ტეს­ტე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ძვლის წე­ბოს გა­მო­ყე­ნე­ბა ნაკ­ლებ ინ­ფექ­ცი­ას იწ­ვევს, ვიდ­რე ლი­თო­ნის ფირ­ფი­ტე­ბის ჩად­გმის პრო­ცე­დუ­რე­ბი.

წყა­რო: nypost

ambebi.ge/