ჩრდილოეთმა კორეამ კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც 86 წუთის განმავლობაში მიფრინავდა.
ბალისტიკურმა რაკეტამ 7 000 კმ სიმაღლეს მიაღწია. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, განაცხადა, რომ რაკეტის გაშვება იყო შესაბამისი სამხედრო მოქმედება მტრების საპასუხოდ.
შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ რაკეტის გაშვება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციებს ეწინააღმდეგება. სამხრეთი კორეა რაკეტის გაშვების საპასუხოდ ჩრდილოეთ კორეისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ მიიღებენ მნიშვნელოვან საპასუხო ზომებს.
,,იყო მრავალი ცნობა რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სატელიტური გამშვები მანქანებისთვის ტექნოლოგიის გადაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ მის განვითარებაში უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი და მისი დიდი ნაწილი დასრულებულია. ამიტომ ვკითხულობ, რამდენად საჭირო იყო რუსეთისთვის მასალების ან ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება“, – განაცხადა ლი სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსის სპიკერმა სეონ-ჯუნიმ.
ცოტა ხნით ადრე ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები რუსული ფორმებით მიემართებიან უკრაინისკენ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა, რადგან მიაჩნია, რომ ეს მიმდინარე ომს კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის შონ სავეტის განცხადებით, რაკეტის გაშვება გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციის აშკარა დარღვევაა.