ჩინეთის მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა სადაც ნათქვამია, რომ ადამიანი რობოტების წარმოებას 2025 წლისთვის იწყებენ.

როგორც Bloomberg-ი წერს, ეს ინიციატივა რობოტიკის გლობალურ განვითარებაზე, მათ შორის ილონ მასკის მიერ Tesla-ს ჰუმანოიდური რობოტებზე, Boston Dynamics-ის მიღწევებსა და ამ სექტორში მზარდ კონკურენციაზეა პასუხი.

ამ კვირაში ჩინეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი სამთავრობო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ჰუმანოიდური რობოტების განვითარების მხარდაჭერას. გეგმა ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს ახალი ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც სპეციალიზდებიან რობოტიკასა და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში.

მთავრობა აპირებს წაახალისოს ეს შიდა საწარმოები რათა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიონ სენსორული ტექნოლოგიის, მოძრაობის კონტროლისა და ადამიანსა და მანქანას შორის ურთიერთქმედებაში. გარდა ამისა, ხელისუფლება ხაზს უსვამს ამ სფეროში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მნიშვნელობას და ხელს უწყობს უფრო მოხერხებული რობოტული მანიპულატორების განვითარებას, რომლებიც ადამიანის ხელებსა და ფეხებს წააგავს.

2027 წლისთვის ჩინეთი მიზნად ისახავს იქონიოს შიდა რობოტები, რომლებსაც შეეძლებათ სწავლა, ლოგიკური აზროვნება და დამოუკიდებელი განვითარება. სიახლემ უკვე დადებითად იმოქმედა საფონდო ბირჟაზე, რობოტების ზოგიერთი ჩინელი მწარმოებლის აქციები ახალი ამბების შემდეგ 10%-ით გაიზარდა.