უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, Boeing-ის 3.1 მლნ დოლარით დაჯარიმება განიხილება.
Reuters-ის ინფორმაციით, შესაბამისი წინადადება მარეგულირებელმა ორგანომ, აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FAA) უკვე წარადგინა.
მარეგულირებლის განცხადებით, ბოლო პერიოდში Boeing-მა სერტიფიცირებისთვის ორი ახალი ხომალდი წარუდგინა, რომლებმაც შემოწმების შედეგად გარკვეული წესები ვერ დააკმაყოფილეს.
Boeing-ის განცხადებით, განიხილავენ ჯარიმის საკითხს, გააძლიერებენ უსაფრთხოებასა და ანგარიშვალდებულებას.
კომპანიას 30 დღე აქვს ჯარიმაზე რეაგირებისთვის.
ცნობისთვის, 2024 წლის იანვარში Alaska Airlines-ის Boeing 737 MAX-9 თვითმფრინავს, რომელიც პორტლენდიდან ონტარიოში მიფრინავდა, 4 876 მეტრის სიმაღლეზე ყოფნისას კორპუსის ნაწილი მოსძვრა. ამ შემთხვევის შემდეგ FAA-მ Boeing-ის 737 MAX-9-ის უმეტესობას რეისების შესრულება აუკრძალა. მოგვიანებით მათ ფრენის უფლება გარკვეული შეზღუდვებით აღუდგათ.