ავსტრიულმა სატრანსპორტო კლუბმა (VCÖ) შექმნა ონლაინ რუკა, სადაც ნაჩვენებია ადგილები, სადაც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები და ის ლოკაციებიც, სადაც მაღალი სიჩქარით მოძრაობაა ნებადართული, ასევე ცუდი ხილვადობის სატრანსპორტო კვანძებიც.
ეს ონლაინრუკები მშობლებს ეხმარება შეარჩიონ ყველაზე უსაფრთხო გზები შვილებისთვის სკოლაში მისასვლელად.
ონლაინრუკაზე ასევე დატანილია ინფორმაცია ქალაქში მომხდარი ინციდენტების შესახებ და აქვეა რჩევები სიფრთხილის ზომების შესახებ, რომელიც ბავშვმა უნდა მიიღოს გზის გადაკვეთისას.
როგორც Europulse იტყობინება, ევროკავშირის ქვეყნებმა დასახეს ახალი მიზანი: ნულოვანი ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევები 2050 წლისთვის. ამ მიზნით, 2023 წლის მარტში, ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომლითაც შემოთავაზებულია: ახალგაზრდა მძღოლების უფრო საფუძვლიანი მომზადება, სამედიცინო შემოწმების პროცესის კორექტირება და ჯარიმების ზოგადი სისტემის დანერგვა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაოსაგზაო შემთხვევების შემცირება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ დროს გარდაცვლილი ადამიანები, როგორც წესი, არიან ეკონომიკურად აქტიური ადამიენაბი, რომელთა დაკარგვა სერიოზული დანაკლისია ქვეყნის სამუშაო ძალისთვის, რომელიც ქვეყანაში დოვლათის ძირითადი შექმნელია. ავტოსაგზაო შემთხვევებში ტრავმირებულები კი მძიმე ტვირთად აწვება ოჯახების ეკონომიკას და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას. დათვლილია, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და მიღებული ტრავმების შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მიმართულებით. მათ შორის, ის განაპირობებს ჯანმრთელი ცხოვრების წლების გახანგრძლივებასა და შრომისუნარიანობის ზრდას, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით. ამიტომაც საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საგზაო უსაფრთხოების გაძლიერებას პირდაპირი პოზიტიური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.