Hinrich Foundation-მა 2025 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მდგრადი ეკონომიკები გამოავლინა. მდგრადი ვაჭრობის ინდექსი (STI) 30 შერჩეული გლობალური ეკონომიკის ყოველწლიურ რეიტინგს ადგენს, რომელიც IMD World Competitiveness Center-თან ერთად არის შემუშავებული.

2025 წლის რეიტინგში პირველი ადგილი გაერთიანებულმა სამეფომ დაიკავა, მას შემდეგ, რაც 2023 და 2024 წლებში მეორე ადგილს სჯერდებოდა. აღსანიშნავია, რომ მან ლიდერობა ახალ ზელანდიას ჩამოართვა, რომელმაც, შესაბამისად, მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

სიაში ადგილები შეინარჩუნეს ავსტრალიამ და სინგაპურმა. პირველი მათგანი მე-3 პოზიციაზეა, მეორე კი – მე-4 პოზიციაზე.

2024 წლიდან 2025 წლამდე რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებებიც შეინიშნება. სამხრეთი კორეა მე-7 ადგილიდან მე-5 ადგილზე დაწინაურდა, მალაიზია მე-15 ადგილიდან მე-12 ადგილზე, ხოლო შრი-ლანკამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა, 26-ე ადგილიდან მე-20 ადგილზე ავიდა.

მეორეს მხრივ, რამდენიმე ქვეყანა სიაში დაქვეითდა. ტაილანდი მე-12 ადგილიდან მე-15 ადგილზე გადავიდა, ლაოსი 22-ე ადგილიდან 25-ე ადგილზე, ხოლო მიანმარი, სადაც ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დაძაბული გარემოა, 27-ე ადგილიდან 30-ე ადგილზე დაქვეითდა და რუსეთს ჩაანაცვლა, რომელიც 2023 და 2024 წლებში ამ ადგილს იკავებდა. წლევანდელ სიაში რუსეთი 29-ე ადგილზეა.

ადგილი ქვეყანა STI 2025 (ქულა) ცვლილება 2024 წელთან შედარებით
1 გაერთიანებული სამეფო 100.0 +1
2 ახალი ზელანდია 97.0 -1
3 ავსტრალია 93.3 =
4 სინგაპური 90.0 =
5 სამხრეთი კორეა 87.2 +2
6 ჰონგ-კონგი 83.8 -1
7 იაპონია 83.5 -1
8 კანადა 80.5 =
9 აშშ 79.5 =
10 ტაივანი 77.9 =
11 ჩილე 67.7 =
12 მალაიზია 64.3 +3
13 ფილიპინები 61.7 =
14 ვიეტნამი 58.4 =
15 ტაილანდი 58.2 -3
16 ჩინეთი 57.5 =
17 ინდონეზია 56.3 +1
18 მექსიკა 52.9 -1
19 კამბოჯა 50.8 =
20 შრი-ლანკა 41.1 +6
21 პერუ 39.7 -1
22 ეკვადორი 34.8 -1
23 ინდოეთი 33.2 =
24 ბრუნეი 31.7 =
25 ლაოსი 29.6 -3
26 ბანგლადეში 23.9 -1
27 პაკისტანი 12.5 +1
28 პაპუა-ახალი გვინეა 8.5 +1
29 რუსეთი 1.6 +1
30 მიანმარი 0.0 -3

forbes.ge