Apple-მა ახლახან iPhone-თვის, iOS 18.3 გამოუშვა. თუმცა, პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ავტომატურად ჩართავს "საშიშ" ფუნქციას.
განახლებამდე iPhone 16 და iPhone 15 Pro/Max მომხმარებლებს ხელით უნდა ჩაერთოთ ფუნქცია Apple Intelligence. მაგრამ განახლების შემდეგ ახლა AI ფუნქციები ავტომატურად ამოქმედდება.
როგორც დასავლური მედია წერს, Apple Intelligence არა მხოლოდ ამოიღებს ინფორმაციას აპებიდან და თვალყურს ადევნებს მათში არსებულ აქტივობას, არამედ ამისთვის დიდ მეხსიერებასაც მოითხოვს. ტექნიკური ექსპერტების თქმით, ხელოვნური ინტელექტის სისტემა 7 GB-ს დაიკავებს.
ამიტომ, Apple Intelligence-ის ჩართვა თქვენს iPhone-ზე გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თუ ჩამოტვირთეთ iOS 18.3, მაგრამ არ გსურთ AI სისტემის ჩართვა, მისი გათიშვა შესაბამის პარამეტრებში გადასვლის შემდეგ, თავად მოგიწევთ.
ამისათვის უნდა გახსნათ პარამეტრების აპი, აირჩიოთ Apple Intelligence & Siri. შემდეგ გამორთოთ Apple Intelligence და დაადასტუროთ "Disable Apple Intelligence" მოთხოვნა.
აღსანიშნავია, რომ დეკემბერში წარმოდგენილი Apple Intelligence არის ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც ინტეგრირებულია iPhone-ის უახლეს მოდელებში.
ზოგიერთმა ექსპერტმა AI-ს სისტემას "საშიში" უწოდა. განსაკუთრებით გააკრიტიკეს "შეტყობინებების შეჯამების" ფუნქცია.
Apple-ის თქმით, ფუნქცია იყენებს AI-ს, რათა დააკავშიროს Apple-ის მრავალი შეტყობინებები ერთ მოკლე მიმოხილვაში. თუმცა, რიგ შემთხვევებში, შეტყობინებების შეჯამებამ არასწორი შედეგი მოიტანა.
მაგალითად, დეკემბერში, BBC News-მა შეიტანა საჩივარი Apple-ის წინააღმდეგ, როდესაც ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის ფუნქციამ “ფეიკი“ გაავრცელა.
ერთ-ერთ შეჯამებაში AI -მ BBC-ის სახელით დაწერა რომ, თითქოს ჯანმრთელობის დაზღვევის აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან ტომპსონის მკვლელობაში ბრალდებულმა ლუიჯი მანჯიონემ თავი მოიკლა.
21 ნოემბერს კი AI-მ გააერთიანა სამი სტატია ერთ შეტყობინებაში, რომლის პირველ ნაწილში ეწერა ამბავი ისრაელის პრემიერი-მინისტრის შესახებ - "ნეტანიაჰუ დააკავეს". აღნიშნული ინფორმაცია ტყუილი იყო.
მომხდარის შემდეგ Apple-მა გამორთო ფუნქცია და განაცხადა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობდა.
ზოგიერთმა ექსპერტმა გამოთქვა შეშფოთება Apple Intelligence-ის მონაცემების კონფიდენციალურობის შესახებ.
მონაცემების კონფიდენციალურობის დამცველმა და The Ultimate Privacy Playbook-ის ავტორმა იპ ჰალეტმა გნაცხადა, რომ Apple Intelligence-ს შესაძლოა ჰქონდეს პიროვნების აპებში შენახულ სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომა.
“Apple Intelligence შეისწავლის, თუ როგორ იყენებთ თქვენს საბანკო აპლიკაციებს, ფინანსურ აპებს და მდებარეობის რუქებს“, - თქვა ჰალეტმა.
AI-ს ასევე შეუძლია წვდომა სხვა სახის პერსონალურ ინფორმაციაზე, როგორიცაა ტექსტური შეტყობინებები, ფოტოები, ვიდეოები, კალენდარული მოვლენები და ჯანმრთელობისა და ფიტნესის მონაცემები.