ზღვის დონის აწევამ, წყალდიდობებმა და სანაპირო ზოლის ეროზიამ შესაძლოა 2050 წლისთვის იტალიის პლაჟების თითქმის 20%-ის გაქრობა გამოიწვიოს. საუკუნის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი შესაძლოა 40%-მდე გაიზარდოს, იტყობინება ANSA იტალიის გეოგრაფიული საზოგადოების ანგარიშზე დაყრდნობით.
ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი და ტოსკანას სანაპიროს ნაწილები, სამხრეთ კამპანია და სარდინიის კუნძული. დაახლოებით 800 000 ადამიანი შეიძლება იმყოფებოდეს წყალდიდობის საშიშ რაიონებში და მათი უსაფრთხო ადგილებში გადაყვანა მოუწევთ.