Apple ქმნის საკუთარ ჩატბოტს, რომელსაც ინჟინრებმა AppleGPT ინსტრუმენტარიუმი უწოდეს, ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.

ჩატბოტს რეალურად Ajax-ი ჰქვია, რადგან ის დიდი ენის მოდელ (LLM) Google JAX-ის ჩარჩოს გამოყენებით შეიქმნა. წყაროები მიუთითებენ, რომ პროექტზე რამდენიმე გუნდი მუშაობს, რომელთაგან ერთ-ერთი განიხილავს პოტენციურ კონფიდენციალურობის საკითხებს.

Bloomberg-ი წერს, რომ ოფიციალური განცხადება, სხვა დეტალებთან ერთად, მომავალ წელსაა მოსალოდნელი. Apple მომავალ თვეში ასევე წარადგენს ყოველწლიური შემოსავლების ანგარიშს, სადაც Ajax-ის შესახებ დეტალებიც გახდება ცნობილი.

ინიციატივას Apple-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში ჯონ ჯანანდრეა და კრეიგ ფედერიგი ხელმძღვანელობენ. ჯანანდრეა პირველად Siri-სა და მის მანქანათმცოდნეობის შესაძლებლობებზე ზედამხედველობისთვის დაიქირავეს, ასე რომ, შესაძლოა ციფრული ასისტენტი ბევრად უფრო სასარგებლო გახდეს.