Apple-ი უკვე რამდენიმე თვეა საკუთარი ჩატ-ბოტის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე იქნება  დაფუძნებული, ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ცნობით, კომპანიის თანამშრომლები ჩატ-ბოტს Apple GPT-ს უწოდებენ. მის შესაქმნელად Apple-მა ენობრივი მოდელების სწავლის საკუთარი სისტემა აამუშავა, რომელსაც Ajax-ი დაარქვა. ის უკვე გამოიყენეს ხმოვანი ასისტენტის Siri-ს და რუკების მუშაობის გასაუმჯობესებლად.

ამ ეტაპზე Apple-ი ჩატ-ბოტის მასობრივ მოხმარებაში ჩაშვებას არ გეგმავს. თუმცა Bloomberg-ის მონაცემებით, კომპანია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით "დიდ განაცხადს" 2024 წელს გააკეთებს