Amazon Web Services 2031 წლამდე სამხრეთ კორეაში $5 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც დატა ცენტრების ამერიკული გიგანტის AWS-ის აღმასრულებელი დირექტორი, მეტ გარმანი სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი ჯე-მიუნგის შეხვდა APEC-ის სამიტზე. 

ახალი AI დატა ცენტრი დედაქალაქ სეულის სიახლოვეს აშენდება და ქვეყნის ტექ-გიგანტებს შესაბამისი სერვისით მოამარაგებს

ხელოვნურ ინტელექტზე მორგებული დატა ცენტრების მშენებლობა სამხრეთ კორეას  AI ინდუსტრიის ჰაბად ქცევაში უნდა დაეხმაროს.

ცნობისთვის, AWS-ი APEC-ის წევრ 14 სხვადასხვა ქვეყანაში ჯამურად $40 მილიარდის ინვესტიციებს 2028 წლის ბოლომდე განახორციელებს.

შეგახსენებთ, აზია-ოკეანეთის ეკონომიკური გაერთიანების წევრები არიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ახალი ზელანდია, ავსტრალია, კანადა, ჩილე, მექსიკა, პერუ და ვიეტნამი.