დღეს რომის პაპის ინაუგურაცია შედგა.
კათოლიკური ეკლესიის პირველი ამერიკაში დაბადებული ლიდერის არჩევიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში ვატიკანმა მანამდე რობერტ ფრენსის პრევოსტის სახელით მცხოვრები პაპის პორტრეტი და სიმბოლოები გამოაქვეყნა. შედეგად, სურათზე 69 წლის პაპს ვხედავთ, რომელიც სრული რეგალიითაა წარმოდგენილი: წითელი, თეთრი და ოქროსფერი დეტალებით გაფორმებული სამოსით მიღებული ვიზუალი მკაფიო ხაზს ავლებს წარსულში არსებულ პაპებთან, ტრადიციებს უბრუნდება, თუმცა, შორდება წინამორბედი პაპი ფრანცისკეს მოკრძალებულ ესთეტიკას…
ვიზუალურ ასპექტებში კი აღსანიშნავია პაპის ოფიციალური ხელმოწერის Leone PP. XIV-ის დაბრუნება — ინიციალები Pastor Pastorum-ს ნიშნავს, ლათინურად „მწყემსთა მწყემსს“, ეს უკანასკნელი კი ფრანცისკეს დროს გამიზნულად ამოიღეს… შესაძლოა, ახლა ამ მცირე ხელწერის დაბრუნება უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეთ, მაგრამ ვატიკანში ასეთ დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევენ და სიგნალად აღიქვამენ. ამ შემთხვევაში პაპი ლეო XIV-ის სურვილზე მიუთითებს, საკუთარი როლი ისტორიულ ნორმებს შეუსაბამოს.
აღნიშნულ სურათს თეოლოგიურ მნიშვნელობას გერბი მატებს, რომელშიც ფარი დიაგონალურად არის დაყოფილი: ზედა მარცხენა ლურჯ კუთხეში მონაცრისფრო შროშანი ყვავის, რითაც ღვთისმშობელსა და წმინდა სამებას განასახიერებს. ქვემოთ ისრით გახვრეტილი მწველი გულია, რაც უკვე წმინდა ავგუსტინეს დრამატულ მოქცევასა და პაპის ფესვებზე მიანიშნებს. გერბზე ოჯახური კავშირი იკითხება, fleur-de-lis-ის სიმბოლო ფრანგულ წარმომავლობაზე გვიყვება, რომელიც მამის მხრიდან მოდის.
დაბოლოს, გერბის ძირში შემდეგ სლოგანს ამოიკითხავთ: In illo uno unum — ავგუსტინეს 127-ე ფსალმუნიდან აღებული ფრაზაა, რომელიც ლეო XIV-ის მიზანს ასახავს, ხელი შეუწყოს ერთიანობას მსოფლიოს მასშტაბით…
წყარო: marketer.ge