AI-სათვალე ადამიანს ტყუილის ამოცნობის სუპერ-ძალას მისცემს და ეს შეცვლის ყველაფერს პოლიტიკიდან დაწყებული პაემნებით დამთავრებული. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული რეალობის მოწყობილობები (Reality Devices) ადამიანებს სუპერძალას მისცემს, რომელიც ტყუილის აღმოჩენას და ადამიანის ემოციების წაკითხვას შეძლებს.

ექსკლუზიურად DailyMail.com-თან საუბრისას, Teague-ის მთავარმა ფუტურისტმა დევინ ლიდელმა განაცხადა, რომ ყურსასმენებში ან სათვალეებში ჩაშენებული კომპიუტერული ხედვის სისტემები არჩევს ემოციურ სიგნალებს, რომლებსაც ადამიანის თვალები და ინსტინქტები ვერ ხედავენ.

ლიდელმა თქვა, რომ გაფართოებული რეალობის ხელოვნურ ინტელექტთან შერწყმისას, ადამიანები მიიღებენ სენსორულ სუპერძალას, რომლებიც „სოციალურ ლანდშაფტს გარდაქმნის“.

მისი თქმით სუპერძალის მქონე სათვალეები სხვა ადამიანების შესახებ ყველანაირი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მონაცემების გარჩევას შეძლებენ.

დევინ ლიდელი აცხადებს, რომ სათვალეს შეუძლია ადამიანს მიაწოდოს ინფორმაცია და ამით  მას ექნება უპირატესობა ყველაფერში, პოლიტიკიდან დაწყებული პაემანზე შეხვედრებით დამთავრებული.

ვარაუდობენ, რომ გაფართოებული რეალობის გლობალური ბაზარი 2030 წლისთვის 597,54 მილიარდ დოლარს მიაღწევს, Grand View Research-ის თანახმად, Apple-ის $3499-იანი Vision Pro 2024 წლის დასაწყისში გამოვა.