საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე გარემოს ეროვნულ სააგენტოს ზუსტი დასკვნისკენ მოუწოდებს, რათა სახელმწიფომ პრევენციული ღონისძიებების გატარება მოახერხოს.
გარემოს დაცვის ექსპერტის აზრით საჭიროა ადაპტაციების ღონისზიებების გეგმა, რომელიც პრევენციული ღონისძებებისთვის იქნება გამოყენებული.
"ახლა უნდა მოხდეს სწორი შეფასება - რა მოხდა და ეს უნდა გააკეთოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ. საქართველოს რაც სჭირდება დღეს, ეს არის ადაპტაციების ღონისზიებების გეგმა - ზუსტი წერტილები უნდა ვიცოდეთ, სად გვაქვს საფრთხეები, შესაბამისად, ზუსტი პრევენციული ღონისძიებები გავაკეთოთ,“ - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.